თეგებით ძიება
19. 08. 2022 მსოფლიო

კიევში რუსი ჰაკერების საიდუმლო სერვერული ცენტრი აღმოაჩინეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევში რუსი ჰაკერების საიდუმლო სერვერული ცენტრი აღმოაჩინა.

როგორც უშიშროების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ბოროტმოქმედები ვირტუალურად აქირავებდნენ 100-ზე მეტ გამოყოფილ სერვერს, რომლებიც კიევსა და საზღვარგარეთ იყო განთავსებული, შემდეგში კი ამ სერვერებს იყენებდნენ კომპიუტერების დაჰაკვისთვის, პაროლების მოპარვისთვის და კიბერშეტევებისთვის, მათ შორის სახელმწიფო უწყებების საიტებზე.

ჰაკერების ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მუშაობდა. ისინი უკრაინის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდნენ.

ჩხრეკისას ამოღებულია: კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები და მობილური ტელეფონები, რომლებიც უკანონო ინფორმაციას შეიცავდნენ; საბანკო ბარათები და სერვერები.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა