TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"შევარდნაძე ჯერ არ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა გამსახურდიას მომხრეებს მანამდეც და მისი ჩამოსვლის შემდეგაც დევნიდნენ" - უჩა ნანუაშვილი
  • "შევარდნაძე ჯერ არ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა გამსახურდიას მომხრეებს მანამდეც და მისი ჩამოსვლის შემდეგაც დევნიდნენ" - უჩა ნანუაშვილი

    ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    "1992 წლის თებერვლის დასაწყისში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული არალეგიტიმური სამხედრო საბჭოს შენაერთები გია ყარყარაშვილის მეთაურობით აფხაზეთში შევიდნენ რკინიგზის და აეროპორტის გაკონტროლების საბაბით. მათ მთელი აფხაზეთი გაიარეს ფსოუმდე და მალევე უკან დაბრუნდნენ. ამან აფხაზებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა შეტაკება და საომარი მოქმედებები არ დაწყებულა. მოგვიანებით, 14 აგვისტოს ასევე რკინიგზის გაკონტროლების და მძევლის განთავისუფლების მოტივით კვლავ შევიდნენ ასევე არალეგიტიმური სამხედრო შენართები აფხაზეთში, თუმცა უკვე მას ცეცხლი გაუხსნენ. რატომ არ მოხდა იგივე პირველი შესვლის დროს?


    პირველი შესვლის დროს თებერვალში შევარდნაძე ჯერ არ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა გამსახურდიას მომხრეებს მანამდეც და მისი ჩამოსვლის შემდეგაც დევნიდნენ", - წერს ნანუაშვილი.

    მასალის გამოყენების პირობები
    135 ნახვა

    Face ამბები