თეგებით ძიება

გარემოს დაცვის სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, „ამბასადორი ბათუმი აილენდს” უფლება მიეცა განახორციელოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოები.

სკრინინგის გადაწყვეტილების თანახმად, საპროექტო უბანზე გათვალისწინებულია დამცავი კედლის მოწყობა. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიღებული დასკვნის მიხედვით პროექტის განხორციელების შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხული იქნება სანაპირო ზოლში ეროზიული პროცესების განვითარება და შესაბამისად საავტომობილო გზისა, ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიისა და არსებული ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკები.

პროექტი ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

პროექტის განხორციელებისთვის 2021 წლის 29 სექტემბერს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა