თეგებით ძიება
19. 08. 2022 News-ები

გოგაშვილის ოჯახი საქმის სტრასბურგში გაგზავნას გეგმავს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ტყუილში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ ვახტანგ გომელაურსა და სოსო გოგაშვილს შორის ნამდვილად შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც გომელაურმა გოგაშვილს გაჩერება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი და ოჯახის წვერების განადგურებით დაემუქრა.

გოგაშვილის ოჯახის წევრები ხელისუფლებას პირდაპირ სთხოვენ, რომ გაასაჯაროონ ვიდეოჩანაწერები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, და ასევე გასაჯაროვდეს სატელეფონო ანძების ჩანაწერები, რომლითაც დადგინდება, ვინ იტყუება, გოგაშვილი თუ გომელაური.

ე.წ. საშხაპის ეპიზოდზე კი მოკვლევა დაწყენული აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამომძიებლები გოგაშვილის შვილს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

ცნობილია, რომ გამოძიების კითხვები ორ მთავარ ეპიზოდს შეეხებოდა, დაკავებისა და ე.წ. საშხაპის ეპიზოდს.

სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ გამოძიების კითხვებს უპასუხა, თუმცა მოლოდინი არ აქვს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, ამიტომ ისინი აანონსებენ, რომ საქმეს სტრასბურგში წაიღებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა