თეგებით ძიება
22. 08. 2022 მსოფლიო

მარიუპოლში ტყვეების სასამართლო იქნება ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება - ზელენსკი

"მარიუპოლში ტყვეების სასამართლო იქნება ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

"გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიუპოლში ემზადებიან უკრაინელი დამცველების, ჩვენი მეომრების, ოკუპანტების ტყვეების აბსოლუტურად ამაზრზენი და აბსურდული საჩვენებელი სასამართლო პროცესისთვის.

რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები, რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია აბსოლუტურად ნათელი იქნება. თუ ეს საზიზღარი შოუ სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ ჩვენი ხალხი ამ სცნერაში შეიყვანეს ყველა შეთანხმების, ყველა საერთაშორისო წესის დარღვევით, თუ იქნება ბოროტად გამოყენება... ეს იქნება ის ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი თავის თავს მოაშორებს მოლაპარაკებებს. აღარ იქნება საუბარი. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა. უკრაინის ყველა პარტნიორი ინფორმირებულია, რისი მომზადება შეუძლია ტერორისტულ სახელმწიფოს ამ კვირაში", - თქვა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა