TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ვინ იზრუნა სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაზე?
  • ვინ იზრუნა სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაზე?

    ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრე­ზი­დენ­ტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ლონ­დო­ნში, ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გამოქვეყნა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა.


    ცნობილი გახდა თუ ვინ იზრუნა ამჯერად სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაზე.

    რო­გორც AMBEBI.Ge-ს პრე­ზი­დენ­ტის პრე­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პრეზიდენტი ამ­ჯე­რა­დაც ქარ­თველმა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა შემოსეს: სა­მო­სი ეკუთვნის ირაკ­ლი ნა­სი­ძეს, ხოლო ქუდ­ი ჯაბა დი­ა­სა­მა­ი­ძეს.

    ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. მა­გა­ლი­თად, ვა­ჟის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის ­მან კაბა დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან შე­ი­კე­რა.

    რაც შე­ე­ხე­ბა, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მას პი­რა­დად იც­ნობს. ისე­ვე რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეც საფ­რან­გეთ­ში - ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ იქ გა­იც­ნეს.

    ჯა­ბამ ერთხელ უკვე იზ­რუ­ნა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ნა­სი­ძეს ის 25 წლის წინ წა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან და წლე­ბია პა­რიზ­ში მოღ­ვა­წე­ობს.


    მასალის გამოყენების პირობები
    6 060 ნახვა