TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ვინც პრეზიდენტის ცრუ სურათს აზიარებთ და ღლიცინებთ, ყველანი ხართ გონებაჩლუნგები და უწიგნურები!" - სოლომონ ნერგაძე
  • "ვინც პრეზიდენტის ცრუ სურათს აზიარებთ და ღლიცინებთ, ყველანი ხართ გონებაჩლუნგები და უწიგნურები!" - სოლომონ ნერგაძე

    იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით ამტყდარ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ისინი ვინც პრეზიდენტს აკრიტიკებენ "გონებაჩლუნგები და უწიგნურები" არიან.


    "სულ არ მაღელვებს, ვინ რას იტყვით:
    ყველანი, ვინც ქალბატონი პრეზიდენტის ცრუ სურათს აზიარებთ და ღლიცინებთ, ყველანი, გამოაკლისის გარეშე ხართ გონებაჩლუნგები!
    დიახ, გონებაჩლუნგი უწიგნურები!

    მერე რა, თუ ზოგს უნივეტსიტეტის დიპლომი ან დიპლომები გიდევთ სახლში... დიპლომიანი და დიპლომებიანი უწიგნურები ხართ!
    თქვენ არ გინდათ სახელმწიფოში რომ ცხოვრობდეთ. თქვენ ჭაობში და გამოქვაბულში ცხოვრობთ.

    აბა ერთი გაბედეთ და რომელიმე ინგლისელს, თუნდაც ბოლშევიკ ინგლუსელს უთხარით გადაკრული დედოფალზე!
    გაბედეთ!... ხელში რა ჩიტსაც დაგაჭერინებენ, ნახავთ!

    ეს ჩემი ქვეყანაა და ჩემმა ქვეყანამ გაერთიანებული სამეფოს ტკივილი გაიზიარა - სამძიმრის სათქმელად ქვეყნის მეთაური გაგზავნა.
    თქვენ ამას ვერ მიხვდებით - თქვენ ლექციებს სიბნელე გიკითხავდათ. სიბნელემ კი არ იცის სამძიმრის არსი.
    ღმერთო, გადმოხედე ამ ქვეყანას!", - წერს სოლომონ ნერგაძე.

    მასალის გამოყენების პირობები
    8 606 ნახვა

    Face ამბები