TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ბედნიერება არ იწყება ურთიერთობით, შვებულებით, სამსახურით ან ფულით. მას განაპირობებს შენი აზროვნება და ის, რასაც ეუბნები საკუთარ თავს ყოველდღე"
  • "ბედნიერება არ იწყება ურთიერთობით, შვებულებით, სამსახურით ან ფულით. მას განაპირობებს შენი აზროვნება და ის, რასაც ეუბნები საკუთარ თავს ყოველდღე"

    გთავაზობთ, New York Times-ის ბლოგერ ანჯელ ჩერნოფის სამოტავიციო წერილს, რომელიც საკუთარი თავისადმი რწმენას აგიმაღლებთ:

    "ბედნიერება არ იწყება ურთიერთობით, შვებულებით, სამსახურით ან ფულით. მას განაპირობებს შენი აზროვნება და ის, რასაც ეუბნები საკუთარ თავს ყოველდღე. როგორც წესი, როცა ვინმეს ვეკითხები "როგორ ხარ?" ის მპასუხობს: "კარგად ვარ".


    მაგრამ დღეს დილით ერთმა ადამიანმა მიპასუხა: "ოჰ, მე საოცრად კარგად ვარ!" მისმა აღფრთოვანებულმა პასუხმა გამაღიმა, ამიტომ ვკითხე, რა აგრძნობინებდა თავს ასე დიდებულად. მან განაგრძო: ”მე ჯანმრთელი ვარ, ჩემი ვაჟი და ქალიშვილი ორივე ჯანმრთელია და ჩვენ ყველას გვაქვს წვდომა სუფთა წყალზე, საკვებზე, თავშესაფარსა და კიდევ ბევრ რამეზე. ასე რომ, არანაირი მიზეზი არ მაქვს, თავი პოზიტიურად არ ვიგრძნო.” განსხვავება მხოლოდ მის დამოკიდებულებასა და სიტყვების შერჩევაში იყო. ის სულაც არ იყო უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ვინმე სხვა, ვისაც ვესაუბრე ამ დილით, მაგრამ ეს ქალბატონი ნამდვილად უფრო ბედნიერი ჩანდა.

    თქვენი ფანტაზიები თქვენი ყველაზე დიდი მტერია. რაც დრო გადის, უფრო ხვდები, რამდენ სისულელეზე დაკარგე დრო. ფუჭი ფანტაზიებით ჩვენ ყველანი საკუთარ თავს ვთრგუნავთ, რასაც მივყავართ წარუმატებლობამდე; ვბრაზდებით სხვებზე, საკუთარ თავსა და მთელ სამყაროზე; ვტოვებთ ცხოვრების ულამაზეს და მშვიდ მომენტებს... როდესაც ვინმე გვაწყენინებს, ეს ხშირად იმიტომ ხდება, რომ ისინი არ იქცევიან ჩვენი ფანტაზიის მიხედვით, ამიტომ იმედგაცრუება მომდინარეობს არა მათი ქცევიდან, არამედ იმ რეალობიდან, თუ როგორ განსხვავდება მათი ქცევა ჩვენი ფანტაზიისგან. შეახსენე საკუთარ თავს (რამდენჯერაც საჭიროა) დაინახო მოცემული მომენტი შიშის და ტირილის გარეშე, როგორიც ის სინამდვილეშია და არა ისეთი, როგორიც თქვენი აზრით უნდა იყოს. სასტიკი გაკვეთილები საბოლოოდ ცხოვრებას ალამაზებს.

    ზედმეტი განსჯის გარეშე მიიღე ადამიანები ისეთი, როგორებიც არიან, ამავდროულად, ნუ მისცემ მათ შენს აზრებსა და ემოციებზე დომინირების უფლებას.
    შემდეგ გადაწყვიტე, გსურს თუ არა მათთან თავისუფალი დროის გატარება, და თუ არა - გაშორდი მშვიდობიანად.

    https://www.marcandangel.com/2022/08/25/7-brutal-lessons-that-ultimately-make-life-beautiful/#more-4038
    მასალის გამოყენების პირობები
    165 ნახვა

    ეს საინტერესოა