TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ვიცანი ტერორისტი..." - რას წერს ოთარ ჩრდილელი "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელზე?
  • "ვიცანი ტერორისტი..." - რას წერს ოთარ ჩრდილელი "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელზე?

    ყოფილი პარლამენტარი, ოთარ ჩრდილელი, "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალის თავდამსხმელის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    ვიცანი ტერორისტი!
    ამაზე სტატუსის ბოლოს
    ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრდეს და მერე ტელევიზიით აჩვენებენ თუ როგორი

    სათნო დედა და სპეტაკი მამა ყავს - ტერორისტს
    თუ რა საყვარელი ბავშვები ჰყავს და როგორი მზრუნველი მამაა,
    მერე წამოვა საძმაკაცო, სამეზობლო, სანათესაო
    გაუჭირდა და გაჭირვებამ აქნევიაო…
    ყველაფერზე, ეს გაჭირვებაზე ხელის ტაცება- მაშველ რგოლად მაგარი შემოიღეს
    მსოფლიოში ყველა ეპოქაში იყო გაჭირვება, შენ რა იცი მე როგორ მიჭირს…
    ან იმას რა დონეზე ადგას გასაჭირი-ან ამას, მაგრამ:
    ქალებში კი არ შევვარდნილვართ ხელყუმბარით
    საერთოდ ჰუმანისტი ვარ, თუმცა ბოლო ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ:
    ისე უნდა დაისაჯოს, რომ:
    პირში ის ყუმბარა და რ@აკში მისი მოთხოვნილი დროშა გაუყარო!
    P.S.
    ახლა რაც შეეხება დაპირებულ ვინაობას!
    ნიღაბს როდესაც ჩამოხსნიან
    ყველა დაინახავთ ტერორისტი რა ყ@ეცაა…", - წერს ჩრდილელი.

    დღეს დილით, ქუთაისში "საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც 12 მძევალი აიყვანა და გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, რუსეთის დროშა და ანკესი მოითხოვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


    მასალის გამოყენების პირობები
    4 727 ნახვა

    Face ამბები