TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ღმერთმა ერთხელ ინანა, სამყარო რად შევქმენიო..." - რას წერს გია მურღულია?
  • "ღმერთმა ერთხელ ინანა, სამყარო რად შევქმენიო..." - რას წერს გია მურღულია?

    ფილოლოგი, გია მურღულია ამბობს, რომ ღმერთი აბსოლუტურად იდეალურია და ადამიანიც საკუთარი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, მაგრამ მცირედ თვითონაც დაემსგავსა მას.


    "როგორც ბიბლია ამბობს, ღმერთმა ერთხელ ინანა, სამყარო რად შევქმენიო.

    სხვა დროს ისიც თქვა, აღარ გავანადგურებო.

    პირველი შეცდომის აღიარებაა, ხოლო მეორე სიყვარულიანი დაპირება.

    ორივე ადამიანური ფრაზაა.

    ღმერთი აბსოლუტურად იდეალურია და ადამიანიც საკუთარი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, მაგრამ მცირედ თვითონაც დაემსგავსა მას.

    აი, შვილის ბავშვობებს რომ მშობელი იმეორებს - ისე.

    გადაჭარბებული ნათქვამია?

    ალბათ, კი, მაგრამ ჩვენს გვსურს ღმერთი ცოტათი მაინც გვგავდეს.

    სხვაგვარად გაგვიჭირდებოდა იმის გაგება და ახსნა, რატომ ვუყვარვართ ასე ძალიან", - წერს მურღულია.


    მასალის გამოყენების პირობები
    59 ნახვა

    ეს საინტერესოა