თეგებით ძიება

"ივანიშვილი მართმევს ჩემს 63კვ.მ ბინას, რომელიც საბანკო სესხით შევიძინე" - ნინი გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის შვი­ლი, ნინი გო­გაშ­ვი­ლი წერს, რომ სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მათი სა­ჩი­ვა­რი, ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბა­ზე ყა­და­ღის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი თქმით, და­ყა­და­ღე­ბუ­ლია მისი კუთ­ვნი­ლი ბი­ნაც, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე სეს­ხით შე­ი­ძი­ნა და სა­დაც შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

"დღეს სა­აპ­ლე­ციო სა­სა­მარ­თლომ გვაც­ნო­ბა, რომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი სა­ჩი­ვა­რი ჩვენს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბა­ზე ყა­და­ღის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის ჩემს ორ ოთა­ხი­ან სახლზე! იმის გამო, რომ მე ვარ სოსო გო­გაშ­ვი­ლის შვი­ლი, რო­მე­ლიც არის ბი­ძი­ნას პი­რა­დი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თმევს ჩემს კუთ­ვნილ 63კვ.მ ბი­ნას, სა­დაც ჩემს შვილ­თან ერ­თად ვი­ცხოვ­რე 7 წელი, რო­მე­ლიც შე­ვი­ძი­ნე სა­ბან­კო სეს­ხით, რო­მელ­საც ასე­ვე 7 წელი ვიხ­დი­დი და რისი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბიც წარ­მო­ვად­გი­ნე.

თუმ­ცა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონს არ აქვს არა­ნა­ი­რი ძალა! დღეს, მე და ჩემი შვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის წყა­ლო­ბით ვე­ღარ ვცხოვ­რობთ ამ ბი­ნა­ში, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა დღე, როცა ისევ ჩემს შვილ­თან ერ­თად გა­ვიღ­ვი­ძებ ამ სახ­ლში და კვი­რის ბო­ლოს ისევ ერ­თად წა­ვალთ მა­მას და დე­დას სა­ნა­ხა­ვად ვა­რა­ზის ქუ­ჩა­ზე, რო­გორც ადრე! ვი­საც ამ უსა­მარ­თლო­ბა­ში და ჩვენს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ში მცი­რე წვლი­ლი მა­ინც მი­გი­ძღვით და გი­ხა­რი­ათ, მე­ცო­დე­ბით ნა­ძირ­ლე­ბო, ღმერ­თი პა­სუხს გა­გე­ბი­ნებთ !" - წერს ნინი გო­გაშ­ვი­ლი.

დღეს სააპლეციო სასამართლომ გვაცნობა, რომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი ჩვენს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის...Posted by Nini Gogashvili on Wednesday, 21 September 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა