თეგებით ძიება
22. 09. 2022 News-ები

"ცხოვრება გიხსნის კარს შესაძლებლობებისთვის - ან იღებ მათ ან გეშინია მათი მიღების" - ჯიმ ქერის ციტატებi, რომლებიც ცხოვრებისეულ შეხედულებას შეგიცვლით

ჯიმ კერი - კანადელ-ამერიკელი ლეგენდარული მსახიობი და კომიკოსი; ის ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელია.

2017 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით „მე მჭირდებოდა ფერები“ ჯიმ კერიმ მზარდი ინტერესი გამოავლინა ხატვისა და
ძერწვის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებათმცოდნეები დასცინოდნენ მის ნამუშევრებს, კერიმ განაგრძო ხელოვნების პრაქტიკა და „ტვიტერზე“
რეგულარულად აქვეყნებდა პოლიტიკურ მულტფილმებს, რომლებშიც გაქილიკებულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი
ადმინისტრაცია. 2020 წელს კერიმ ნახევრადავტობიოგრაფიული რომანი „მემუარები და დეზინფორმაცია“ (დანა ვაჩონის თანაავტორობით) გამოაქვეყნა.

გთავაზობთ ჯიმ ქერის ციტატებს, რომლებიც ცხოვრებისეულ შეხედულებას შეგიცვლით:

1. ვფიქრობ, ყველა უნდა გახდეს მდიდარი და ცნობილი და გააკეთოს ყველაფერი, რაზეც ოდესმე ოცნებობდა, რათა დაინახოს, რომ სიმდიდრე და
სახელგანთქმულობა ცხოვრებაში უმთავრესი არ არის;

2. დილაობით, როდესაც ვიღვიძებ, ვზივარ, ყავას ვსვამ, ჩემს ბაღს გავყურებ და ჩემთვის ვამბობ: „დააფასე ეს მშვენიერება იმიტომ, რომ შეიძლება ერთხელაც
დაკარგო“;

3. ჩვენ ყველანი შუქურები ვართ და რაც შეიძლება მკაფიოდ გავანათოთ სიბნელეში;

4. მარტოობა საშიშია, ნარკოტიკივით არის. ეს ჩვევად გექცევა მას შემდეგ, რაც ხვდები რამდენად მაგიური მოვლენაა. თითქოს აღარ გინდა ადამიანებთან
ურთიერთობა, რადგან ისინი შენს ენერგიას ხარჯავენ;

5. ცხოვრება გიხსნის კარს შესაძლებლობებისთვის - ან იღებ მათ ან გეშინია მათი მიღების;

6. საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ ადამიანთან ურთიერთობისგან მიიღოთ, არის ის, რომ ხართ ისეთთან, ვინც გიბიძგებთ, იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია;

7. ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მოიპოვებ, ლპება და იშლება, შენგან კი მხოლოდ ის დარჩება, რაც შენსავე გულში იდო;

8) მე მიყვარს გამოწვევები და არ მჯერა წარუმატებლობის. მე მჯერა, რომ ტანჯვა, წარუმატებლობა - ყველა ეს კონცეფცია - არის ის, რაც აუცილებელია
იმისათვის, რომ გავხდეთ საუკეთესო ადამიანები და პროფესიონალები იმაში, რისი გაკეთებაც გვინდა;

9. განუწყვეტლივ საუბარი კომუნიკაციას არ ნიშნავს;

10. როდესაც გეშინია, გამომწვევი ხდები.

https://www.brainyquote.com/authors/jim-carrey-quotes


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა