თეგებით ძიება
22. 09. 2022 News-ები

თბილისში ავარიას დეპუტატი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, 55 წლის ემზარ ჯანაშვილს, თბილისში, ქვეითად გზაზე გადასვლის დროს ავტომანქანა დაეჯახა. მას რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისში, ქირურგიის ცენტრში მკურნალობდნენ, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მედიკოსების განმარტებით, ჯანაშვილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.

ემზარ ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატი, 2021 წლის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების დროს გახდა.

გარდაცვლილი დეპუტატი, საკრებულოში, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა