TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
  • მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

    მარნეული-თბილისის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა.

    თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 მძიმედ.

    დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.

    ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპოლიციო ძალები იყვნენ მობილიზებული

    მასალის გამოყენების პირობები
    114 ნახვა