ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
„თბილისობა 2022"-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძღოლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში. აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.