TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ვარკეთილში ბულვარი გაიხსნა
  • ვარკეთილში ბულვარი გაიხსნა

    ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ერთი კილომეტრი სიგრძის ბულვარი გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    ბულვარში, რომელთა საერთო ფართობიც შვიდ ჰექტარს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობის და განათების სისტემები მოეწყო, ცენტრალურ ნაწილში კი, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა შადრევანი.

    სამუშაოები, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 9 757 322 ლარი შეადგინა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა.
    მასალის გამოყენების პირობები
    156 ნახვა