თეგებით ძიება
23. 09. 2022 News-ები

"ვერასდროს გააკონტროლებ სხვა ადამიანების ფიქრებს. დროა, იცოდე შენი ღირებულებები და გამოიყენე ისინი"

გაეცანით ამერიკელი ტუტორის, სენდი ვოზნიცკის რჩევა თვითშეფასების ასამაღლებლად:

"ორიენტირდით იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები და ყოველთვის მათი პატიმარი იქნებით" - ლაო ძი.

ჩვენ გულდასმით ვარჩევთ ტანსაცმელს, რათა დავრწმუნდეთ, რომ კარგად გამოვიყურებით სხვა ადამიანების თვალით. ზოგიერთ მათგანს ეზიზღება ის, რაც
გაცვია... ზოგს მოეწონება ოცდაშვიდი სელფიდან შერჩეული შენს მიერ გამოქვეყნებული საუკეთესო სურათი, ზოგს - პირიქით. ზოგი იფიქრებს, რომ სულელი ხარ, ზოგი - აღფრთოვანდება შენი საუბრით. ზოგი წასვლისთანავე დაგივიწყებს, ზოგიერთს - სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრები.

ჩვენ სხვის თავებში ვცხოვრობთ. შეიძლება მოცემულ მომენტში საუკეთესოდ მოექცე ადამიანებს, მაგრამ მათი აზრი შენზე საპირისპირო იქნება, რასაც შენთან არანაირი კავშირი არ აქვს. შემდეგ კი - იწყებ საკუთარი თავის უფრო მკაცრად განსჯას და ცხოვრებას სხვა ადამიანების სტანდარტული აღქმის შესაბამისად.

ვერასდროს გააკონტროლებ სხვა ადამიანების ფიქრებს; ისევე, როგორც ვერ შეცვლი ამინდს, ეს ბუნების საქმეა. დროა, იცოდე შენი ღირებულებები და გამოიყენე ისინი. შენი ძირითადი ფასეულობების ცოდნა უღრან ტყეში გზის გასაკვლევად კაშკაშა ფანრის ქონას ჰგავს.

https://tinybuddha.com/blog/5-powerful-mindset-shifts-to-stop-worrying-about-what-other- people-think/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა