თეგებით ძიება
24. 09. 2022 სპორტი

მნიშვნელობა არ აქვს, ტაბლოზე კვარაცხელია ეწერება თუ ზივზივაძე, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ... - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან თამაშის შესახებ ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი ოფიციალურად მოვიპოვეთ, გიბრალტარში მოსაგებად მივდივართ, რადგან გვინდა ჯგუფი გამარჯვებით დავასრულოთ. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ცოტა რთული თამაში იყო, შეიძლება ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ მოვიგეთ, გამარჯვება მოვიპოვეთ, მიზანს მივაღწიეთ და ჩემი აზრით, ყველა კმაყოფილია ამ შედეგით.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რადგან ისინი 90 წუთი არ ჩერდებიან და საოცარ გარემოს ქმნიან, რაც უფრო მეტ მოტივაციას და ენერგიას გვაძლევს. ელმასი? წარმატებები ვუსურვე, მანაც მომილოცა ეს წარმატება. ძალიან კარგი ადამიანია და ძალიან კარგად ითამაშა.

ძალიან დასაფასებელია ზივზივაძის პასი, მნიშვნელობა არ აქვს, ტაბლოზე კვარაცხელია ეწერება თუ ზივზივაძე, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ძალიან მაგრად მოიქცა ბუდუ და 100%-ით მისი გოლი იყო. შეიძლება ეს ტაბლოზე არ აისახა, მაგრამ ყველამ იცის, რომ დღეს გოლი ბუდუმ გაიტანა.

გულშემატკივრები ჩემს სახელს სკანდირებდნენ? დიდი მადლობა, ძალიან მამხნევებენ, დიდ მოტივაციას მაძლევენ და ძალიან მიხარია, როცა საქართველოში ჩამოვდივარ და აქ ვთამაშობ“, - თქვა კვარაცხელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა