თეგებით ძიება
24. 09. 2022 News-ები

"კომფორტის ზონა კარგი ადგილია, მაგრამ იქ ვერ გაიზრდები. შენ გაქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც უნდა გაუზიარო სამყაროს...შენ არავის გავხარ და ეს შენი ძალაა"

გთავაზობთ ომარ დერიანის სამოტივაციო რჩევებს, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ...

ომარ დერიანი - იტალიელ-ლიბანელი მეწარმე. საკუთარ გუნდთან ერთად, ის Amazon- ისთვის უზრუნველყოფს საავტორო უფლბების დაცვას, ოპტიმიზაციისა და დიზაინის სერვისების კომპლექტს.

"როდესაც არ იცი, რა მოხდება მომავალში, შეიძლება იფიქრო, რომ არ გაქვს დიდი ცოდნა ან თითქოს არ ხარ საკმარისად ძლიერი შენი მიზნის მისაღწევად. რეალურად, წარმატება არ არის მოვლენა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც შენ „იპოვი“ გამარჯვების ტაქტიკას ან საიდუმლო მეთოდებს. წარმატებას შენივე აზროვნება განაპირობებს. თუ ფოკუსირდები ნეგატიურ გრძნობებზე, ამ „ხმებმა“ შეიძლება გამოიწვიოს წარუმატებლობის შიში.

წუხილი და პანიკა სწრაფად იქცევა გაუთავებელ ციკლად. ნუ მიაჩვევ გონებას ასეთ ფიქრს: „ყველა დამცინებს“, „ტყუილად ვკარგავ დროსა და ენერგიას“. გაითვალისწინე: კომფორტის ზონა კარგი ადგილია, მაგრამ იქ ვერ გაიზრდები. ნეგატიური აზროვნება გაიძულებს, ბავშვის როლი ითამაშო, რადგან ფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა უფრო უსაფრთხოა.

შენ ბევრად მეტი რესურსი გაქვს. შეიძლება ფიქრობ, რომ არაფერი გაქვს უნიკალური, რომელსაც სხვებს შესთავაზებდი შენს სფეროში. ამგვარი იდეა ჩაგიხშობს თავდაჯერებულობას. ცდები! შენ გაქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც უნდა გაუზიარო სამყაროს. შენი უნიკალური ისტორია და ცხოვრებისეული გაკვეთილები შეიძლება სხვისთვის ღირებული იყოს. შენი გარეგნობა, კულტურა ან ეთნიკური წარმომავლობაც კი დიდ როლს თამაშობს შენს უნიკალურობაში. როგორც ამერიკელი როკ-მუსიკოსი დეივ გროლი ამბობს: „შენ არავის გავხარ და ეს შენი ძალაა“.

https://thestrive.co/scarcity-mindset-and-success/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა