თეგებით ძიება

„რამდენიმე ახლობელი გამოიქცა ამ დღეებში რუსეთიდან... შესაძლოა ორი ოჯახის შეფარება მომიწიოს“ - მეგი გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას.

„ძალიან ღრმად ვარ ჩაფიქრებული.... რამდენიმე ახლობელი გამოიქცა ამ დღეებში რუსეთიდან, მათ შორის არიან ნახევრად უკრაინელი ქართველები, შესაძლოა ორი ოჯახის შეფარება მომიწიოს თუ ჩამოაღწიეს აქამდე და საზღვარი რანაირად უნდა ჩავუკეტოთ რუსეთის მოქალაქე ქართველებს, ვინც გაჭირვების გამო რუსეთში გადაიხვეწა სამუშაოდ და ახლა უკრების დასახოცად არ უნდა ომში წასვლა, არადა რა საკვირველია რაშისტების შემოშვების წინააღმდეგი ვარ, არც კითხვარის შევსების მჯერა, ჩაწერენ ტყუილებს, რა პრობლემაა, სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ...“ - წერს მეგი გოცირიძე.

ძალიან ღრმად ვარ ჩაფიქრებული.... რამდენიმე ახლობელი გამოიქცა ამ დღეებში რუსეთიდან , მათ შორის არიან ნახევრად უკრაინელი...Posted by Megi Gociridze on Friday, 23 September 2022




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა