თეგებით ძიება

„რადგან არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არაფერი გააკეთა ლარსის გზის გადასაკეტად, საზღვრების დაკეტვა თავად პუტინს მოუწევს“ - ზურა ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რადგან საქართველოს მხრიდან ლარსის გზის გადაკეტვა არ მოხდა, საზღვრებს თავად რუსეთის პრეზიდენტი ჩაკეტავს.

„რადგან არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არაფერი გააკეთა ლარსის გზის გადასაკეტად, მე დავწერ, რაც მოხდება ჩემი აზრით ამ საკითხზე.

საზღვრების დაკეტვა თავად პუტინს მოუწევს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვუყვარვართ და გვიფრთხილდება, რომ ბევრი “ბიდლო” არ შემოვიდეს. არამედ, იმიტომ, რომ ომის ელემენტარული კანონია - მაქსიმალურად უნდა დაიხშოს ხვრელები, საიდანაც პოტენციური ჯარისკაცების გაქცევა იქნება შესაძლებელი.

საპროტესტო განწყობების ხალხს იშორებს თუ იურიდიულად ვერ მოასწრეს დაჩქარებულად გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე საზღვრების ჩაკეტვა აქამდე, ეს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი საკითხია და მასზე მსჯელობა დროის კარგვად მიმაჩნია.

ჩვენ გაცილებით რთული პირველხარისხოვანი საკითხები (სად იქნება საქართველოს ადგილი ომის შემდეგ? როგორ ვაპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? როგორ ვაპირებთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას? როგორ შეიძლება შევქმნათ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები და ა.შ.) გველოდება წინ“, - წერს ზურა ბატიაშვილი.

რადგან არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არაფერი გააკეთა ლარსის გზის გადასაკეტად, მე დავწერ, რაც მოხდება ჩემი აზრით ამ...Posted by Zura Batiashvili on Saturday, 24 September 2022


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა