თეგებით ძიება

ხვალ რუსთავში „რუსთავქალაქობა 2022“ აღინიშნება

ხვალ რუსთავში „რუსთავქალაქობა 2022“ აღინიშნება. 25 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ გამზირზე, კლასიკური ქართული მუსიკის კონცერტი ჩატარდება.

დღესასწაულის მთავარი სტუმარი კი ქართული ესტრადის ცოცხალი ლეგენდა - ნანი ბრეგვაძე იქნება, რომელიც რუსთავში კონცერტს პირველად გამართავს. კოვიდპანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავქალაქობა წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

რუსთავქალაქობა 2022-ს, რუსთაველებს, ქართული ესტრადის სამი თაობა_ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე ნატალია ქუთათელაძე, თეატრალურის კვარტეტი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით მიულოცავენ. საზეიმო ღონისძიებას კი ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება. რუსთავქალაქობა ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა