თეგებით ძიება
24. 09. 2022 მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება დაგმეს

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება დაგმეს.

მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ე.წ. რეფერენდუმები, რათა შექმნას ყალბი საბაბი უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსის შესაცვლელად, რომელიც მიმდინარე რუსული აგრესიის სუბიექტია.

„ეს ქმედებები აშკარად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს. ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას სახელმწიფოთა ურთიერთობებში. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ ე.წ. რეფერენდუმებს, რომლებიც როგორც ჩანს, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ დადასტურებულ ანექსიას, თუ ეს მოხდება“, – წერია დოკუმენტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა