"ცხოვრება შეზღუდული რესურსია, თუმცა მას „ხანმოკლეობით“ ვერ განვსჯით...მიდი, გადახტი სცენაზე და თავად შექმენი ღირებული სპექტაკლი!"
გთავაზობთ ამერიკელი ბლოგერის, ზენ ჰებითსის, ინსპირაციული ფრაზები, რომლებიც დროზე, როგორც საოცრებაზე, დაგაფიქრებთ:
"ცხოვრება ხანმოკლეა... დროს ისე კარგავ, თითქოს მას უხვი მარაგიდან იღებ. თავს არიდებ, რომ გაიაზრო რამდენად შეზღუდულია ჩვენი დრო ამ ცხოვრებაში. გამოფხიზლდი და ის მაქსიმალურად გამოიყენე. დააფასე ეს „შეზღუდული“ საჩუქარი. როდესაც ვინმე უძვირფასეს საჩუქარს მოგართმევს, ჰკითხავ მას, რატომ არის ეს ასე ცოტა? ან არ გიხარია ის, რაც გაჩუქეს?
ჩვენ ხშირად ვატარებთ მიმდინარე დღეს მომავალ დღეებზე ფიქრსა და ოცნებებში. ეს მომდევნო კერძებზე ფიქრს ჰგავს ამჟამინდელი ულუფის
მირთმევისას, რომელსაც უკვე ვეღარც აგემოვნებ. უსარგებლო ფიქრების ნაცვლად, შეიყვარე თუნდაც მზის თვალწარმტაცი ჩასვლა.
ცხოვრება შეზღუდული რესურსია, თუმცა მას „ხანმოკლეობით“ ვერ განვსჯით, ჩვენ უბრალოდ მეტი გვინდა. ჩათვალე, რომ ცხოვრება ქარ-ცეცხლია, რომელიც გეხმარება გაარკვიო, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. მიიღე ცხოვრებისეული ბრძოლის ველი, როგორც სწავლისა და დროის საოცრების ადგილი. ყველაფერი, რაც ჩვენ გვაინტერესებს, ლამაზი და წარმავალია. სწორედ ეს წარმავლობა ხდის საგნებს თუ გარემოს უფრო ძვირფასს.
და მაინც, ალბათ ფიქრობ, რომ ცხოვრება უაზროა ხანომკლეობის გამო. ეს ცარიელი სცენის წინ ჯდომას ჰგავს - ელოდები და იმედოვნებ, რომ რაიმე
მნიშვნელოვანი გაგართობს. მიდი, გადახტი სცენაზე და თავად შექმენი ღირებული სპექტაკლი!"
https://zenhabits.net/fleeting/