თეგებით ძიება
26. 09. 2022 News-ები

"ასწავლეთ ბავშვებს, რა განსხვავებაა ბედნიერებასა და უბრალო კმაყოფილებას შორის" - გია მურღულიას რჩევები

ფილოლოგი, გია მურღულია მშობლებს მიმართავს, ასწავლონ ბავშვებს რა განსხვავებაა ბედნიერებასა და უბრალო კმაყოფილებას შორის.

"ზოგჯერ ადამიანს ასწავლიან და შეაგონებენ: "შენ თავად ხარ საკუთარი ბედნიერების საწყისი!"
ეს, საყურადღებოსთან ერთად, სახიფათო ფრაზაც არის.

რა თქმა უნდა, ადამიანს თვითრწმენა უნდა ჰქონდეს, მაგრამ სრულიად მიუღებელია, მას ეგოიზმის მწვერვალზე ასვლა და იქ სამუდამოდ დარჩენა შევთავაზოთ.
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ სხვათა გარეშე ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება - მას თანამგრძნობი, გამგები, აღმქმელი და დამფასებელი სჭირდება.
საკუთრივ ცნება "ბედნიერებაც" არ არის ერთმნიშვნელოვანი და "ცალსახა" - მარტო შენი წარმატება და სარგებელი კი არა, სხვისიც გახარებს.
თუ ასე არ არის, შენ არ ხარ ადამიანი.

ამ ფრაზაში თუ მხოლოდ ის იგულისხმება, რომ კაცი თავად (ფიქრით, სიტყვით, გარჯით) ქმნის საკუთარ ბედნიერებას, ამას შეიძლება დავეთანხმოთ (თუმცა ამ საქმეში, მეტ-ნაკლებად, შესაძლოა სხვებიც მონაწილეობდნენ), სხვა მხრივ კი, ბედნიერება არ უდრის "მეს".

ასწავლეთ ბავშვებს, რა განსხვავებაა ბედნიერებასა და უბრალო კმაყოფილებას შორის - სიტყვები ცხოვრების ყველაზე კარგი მასწავლებლები არიან", - წერს მურღულია.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა