თეგებით ძიება
26. 09. 2022 მსოფლიო

კრემლს ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია - დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საზღვრების ჩაკეტვის შესახებ.

"მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის, ამ საკითხზე გადაწყვეტილებები არ არის“, - აღნიშნა კრემლის სპიკერმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ახლა უფრო მეტი სიყალბე ვრცელდება, ვიდრე სიმართლე.

"არის შემთხვევები, როცა დადგენილება ირღვევა, ზოგიერთ რეგიონში გუბერნატორები აქტიურად მუშაობენ სიტუაციის გამოსწორებაზე, აქტიურ და ძალიან საჭირო სამუშაოებს ახორციელებენ ჩვენი ადგილობრივი ჟურნალისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".

განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა