თეგებით ძიება
26. 09. 2022 News-ები

ვინ არის 33 წლის ტელეწამყვანი, რომელმაც თავი მოიკლა?

ემიგრანტების იმედი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფრომაციას ავრცელებს. დაბა ჩოხატაურში 33 წლის ბაჩი ბერძენიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

"სიკვდილამდე ემიგრანტ დედას ეს ტექსტი დაუწერა საკუთარ დაბადების დღეზე: დრო გარბის დედი, აგერ უკვე ოცდაცამეტის ვხდები... ოცდამეცამეტე გაზაფხული დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.

ბევრი სირთულე და წინააღმდეგობა შეგვახვედრა ცხოვრებამ მეც და შენც... შენი მუცლიდან დაწყებული, ნაწილი ვარ შენი და შენ კიდე ჩემი, არასდროს მიგრძვნია უშენობა და ყოველი ცხოვრებისეული სირთულე დამაძლევინე შენი გვერდში დგომით. ამიტომ და არამარტო ამიტომ ოცდაცამეტი მადლობა....
რა დღიდანაც მშობელი გავხდი იმ დღიდან ფერი იცვალა ჩემმა ცხოვრებამ და თითოეული წუთი უფრო დავაფასე, შევიგრძენი, შევიყვარე, რასაც მშობლის დამოკიდებულება ჰქვია შვილის მიმართ. თით
ოეული სიტყვას მივეცი მნიშვნელობა, ადრე ნათქვამსა და დარიგებულს შენი პირიდან და გულიდან... ამიტომ და არამარტო ამიტომ ოცდაცამეტი მადლობა!
მე სიყვარული მაცოცხლებს ამქვეყნად, და არარსებობს ადამიანი რომელიც მძულდეს, შეიძლება რაღაც მიზეზით მებრალებოდეს, იმიტომ რომ მე უანგაროდ გავცემ სიყვარულს და მებრალება ადამიანი რომელიც უანგარო სიყვარულს ბოროტად იყენებს.... კარგია რომ ასე აღმზარდე თუმცა შეგეძლო ცოტა "სიძულვილიც" გესწავლებინა, იმიტომ რომ მიჭირს სამყაროში ცხოვრება სადაც სიყვარულზე მეტი სიძულვილია... ამიტომაც და არამარტო ამიტომ, ოცდაცამეტი მადლობა!
დრო გადის და ასე ჩემდაუნებურად მაინც ტოვებს სიმკაცრეს ჩემს ხასიათში, მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა მაინც, მაინც დაატყო ჩემს ხასიათს დრომ სიუხეშე... მე ყოველ დილით მინდა გითხრა თუ როგორ მიყვარხარ, მაგრამ იმდენად დატვირთულია ჩვენი საუბარი ზოგადი თემებით, საუბრის ბოლოს მხოლოდ "ნაგულისხმები" მრჩება გულში რომ რა ძლიერ მიყვარხარ.... დიდხანს იყავი ამქვეყნად მაგრამ ვიცი მოვა დრო, ლოდინი დამჭირდება შენთან შესახვედრად და სინანული დამეუფლება რომ ყოველ დილით არ გეუბნები თუ როგორ მიყვარხარ! ამიტომ და არამარტო ამიტომ ოცდაცამეტი ბოდიში!
გაზაფხულია და არ თბილა ისე როგორც უწინ... სიშორეს სცოდნია სულში სიცივე...

ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო...ზეცაში ხარ ანგელოზო.. ღმერთო აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა რომ იცოცხლოს... იცოხლოს... მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: ემიგრანტი დედა მოგიკვდეს შვილო"
შვილი მოუკვდა ემიგრანტ დედას და მე მოვატყუე....
დედა შვილს გლოვობს ნეტა თუ გნახავო თითქოს შეიშალა დღეს სამყარო....
ღმერთს ხომ მასთან კარგები უნდა !! ბაჩი ემიგრანტ დედას სტკივა დაბრუნდი შენ რომ აღარ ხარ გული ყველას სტკივა დედას ძალიან სტკივა განიცდის .. დედა ლოცულობს ყოველთვის დაგიცდის დედის ტკივილი არავინ არიცის ისევ შავებში და ცრემლებშიი ბაჩი დაბრუნდი!! დაბრუნდი ისევ გააბედნიერე დედა ის დედა რომელიც ეხლა შენს ცხედართან ცრემლიანი თვალებით დგას და მიგტირისს შავებში მოწყობილი დედა ... დედა რომელსაც გულის ნაწილი მოსწყვიტეს .. დედა რომელსაც შვილი მოუკვდა შვილი რომელსაც ზრდიდა რომელიც გაზარდა ვაჟკაცად დიდი გეგმებით :(( უხაროდა შენი დაბადება გულში ფიქრობდა მე მას გავზრდი როგორც კაცს ...პირველი დანახვისთანავე გულში ჩაგიკრა მან არცკი იცოდა ასე მალე თუ დატოვებდი ბაჩი რატოო ? დედაა შენს ცხედართან დგას და ტირისს მას ხომ მხოლოდ ის უნდოდა რომ შენთან ყოფილიყო ყოველ დილით ჩაგხუტებოდა შენი ნახვით შენი ჩახუტებით ეცოცხლა მაგრამ ემიგრანტი დედა იყო....და შენ წახვედი მაღლა ცაში გაფრინდიი თითქოს არაფერიი ამდროს კი ემიგრანტი მონატრებული დედა თმებს იწეწავს და აღარ იცის რაქნას მან ხომ შვილი დაკარგა.. ბაჩი ბიჭოო შენი და მარიამი? შენს გარეშე ეხლა რა ეშველება? რაქენი დატოვე და წახვედიი ,..წახვედიი და დატოვე მეუღლე და 4 წლის შვილი ისინი გლოვობენ ტირიან და ჯერ კიდევ აზრზე არ არიან რომ დაგკარგეს მათ არ უნდათ რომ ეს სიმართლე იყოს .. შენი ოჯახი გლოვობს ბაჩი მხოლოდ ერთი რამე უნდათ რომ დაბრუნდე .. დაბრუნდე და ისევ ჩაეხუტო მათ დაბრუნდე და აღარ წახვიდეე მხოლოდ ეს ! 1 სურვილი მაქვს მხოლოდ ერთი შენ დაბრუნდი დაბრუნდი და შენს დედას სიცოცხლის აზრი დაუბრუნე :(( დაბრუნდი და მიეცი შანსი შენს მეუღლეს შვილს დას რომ გაიღიმონ მიეცი შანსი შენთან უფრო ბევრი დრო გაატარონ ბაჩი.. დაბრუნდი ვერ ხედავ დედაშენი შავებში ჩაცმული როგორ გლოვობს შვილის სიკვდილს ვერ ხედავ ბაჩი როგორ ტირის შენი მეუღლე შენი და მარიამი ვერ ხედავ ბაჩი ყველას როგორ აკლიხარ რატო არ ბრუნდები ბაჩი?? დაბრუნდი ბაჩი დაბრუნდი :((((((((
გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი 33 წლის ბაჩი ბერძენიშვილი
მენანები მიწისთვის.... ----- ცივ სამარეში ვერ ჩაეტია
და სახლში დარჩა ემიგრანტ დედას თბილი ხელები...
ემატება ტკივილს ტკივილი,
ვერ ჩაეტია ცივ სამარეში
და სახლში დარჩა დედას ღიმილი...
მხრებით ტკივილი მიმაქვს ქარიქარ,
ცივ სასახლეში გამოხვეული,
ვერ გაეტია ჩახსნილ კარიდან
და სახლში დარჩა დედას სხეული...
ბორცვი მარტოა ახლა სრულიად,
და მეც მშვიდი ვარ ახლა სრულებით
და რადგან სახლი დედის სულია
მათბობს საკმევლის ნელი სურნელით...

გლოვობს ჩემი სოფელი გორაბერეჟოული.... ჩოხატაური...ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.... არ მჯერა და ვერც ვერასდროს დავიჯერებ....
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 33 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას ციცო კოტრიკაძეს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. (შოთო სიხარულიძე ასევე თანაუგრძნობს მარიამ ბერძენიშვილს და მამუკა კუპრაძეს)
ბაჩი რატომ არ შეგებრალა მეუღლე და პატარა შვილი მარტო... 33 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის.... ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა....
ღიმილის ბიჭიშენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ... შენ, რატომ არ შეგებრალა შენი მეუღლე შვილი და ოჯახი ემიგრანტი მონატრებული დედა...

მიწისთვის მენანები... სულით ხორცამდე შემძრა შენმა გარდაცვალებამ ჩემო ბაჩი... ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენი გულიანი, ბაჩი აღარ გვყავს.
ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, უხაროდა ყველას წარმატება, უყვარდა ყველას დაფასება.
მეუღლე რატომ არ შეგებრალა მას ხომ სიგიჟემდე უყვარდი...
"ვერ ვიჯერებ შენს ასე ადრე წასვლას. ვერ ვიჯერებ, არც მინდა დავიჯერო.
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე...

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი.
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ეს რა გააკეთე..… არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი", - ემიგრანტების იმედი, შოთო სიხარულიძე.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა