თეგებით ძიება
26. 09. 2022 მსოფლიო

რუსეთის მოქალაქეების რიგები იუსტიციასთან - გამოქცეულები ბინადრობის უფლებას ითხოვენ

რუსეთის მოქალაქეების რიგი საქართველოს იუსტიციის სახლთან - რუსები საქართველოში ბინადრობის უფლებას ითხოვენ. როგორც ნაწილი ამბობს, საბუთები საქართველოში ბინადრობის მოწმობის მისაღებად შეიტანა, დანარჩენები ბიზნესს არეგისტირებენ. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ უვიზო მიმოსვლა მათ აქ ერთი წლით ყოფნის უფლებას აძლევს, "ტვ პირველის" ცნობით, ახლა ისინი უკვე ბინადრობის უფლებასაც ითხოვენ, რაც ქვეყანაში ხანგრძლივი დროით ლეგალურად დარჩენის და მუშაობის უფლებას აძლევს.

"ჩვენ ჩამოვედით აქ, რომ დავრჩეთ სამი ოთხი წლით. ახლა შევაგროვე საბუთები ბინადრობის უფლების მისაღებად. საქართველოს კომფორტული ქვეყანაა ჩვენთვის, ის, რაც ხდება ახლა რუსეთში, ეს არის კოშმარი", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის ფარგლებშიც გავრცელებული ინფორმაციით, ის მამაკაცებისთვის საზღვარს კეტავს, რადგან ქვეყნიდან მოქალაქეების მასოვრივი გადინება დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა