თეგებით ძიება
26. 09. 2022 News-ები

უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ანთიმოზი“ დააკავეს

უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ანთიმოზი“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახურის ოდესის ოლქი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოდესაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სოხუმ-ქუთაისის ე.წ. კლანის ძლიერი კრიმინალური ჯგუფი განეიტრალდა.

„დაკავებულებს შორის არის ერთ-ერთი რეგიონული ძალოვანი უწყების აქტიური თანამშრომელი. მთელი ბანდის საქმიანობას კოორდინაციას უწევდა კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი - კანონიერი ქურდი, მეტსახელად ანთიმოზი...“, - წერია განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, თავდამსხმელებმა დაატერორეს სამხრეთ უკრაინის მცხოვრებლები და ადგილობრივი მეწარმეებისგან ფული „ამოიღეს“. ბანდის წევრები ასევე მონაწილეობდნენ ადამიანების გატაცებასა და წამებაში, რათა მიეღოთ „გამოსასყიდი“ მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. გარდა ამისა, ჯგუფის ლიდერები ცდილობდნენ თავიანთი დანაშაულებრივი გავლენის გავრცელებას შავი ზღვის რეგიონის ტერიტორიაზე. ამისათვის ისინი აშინებდნენ ხალხს და განსაკუთრებული სისასტიკით ახორციელებდნენ ყაჩაღურ თავდასხმებს.

ცნობისთვის, „ანთიმოზი“ (ანთიმოზ კუხილავა) დაიბადა 1956 წელს, ის არის საქართველოდან. როგორც ცნობილია, ის 1975 წელს „მოინათლა“ ქურდად. დაახლოებით 10 წლის წინ, ის კიევის რეგიონში დააკავეს და საქართველოში დაადეპორტეს, საიდანაც თურქეთში გაემგზავრა. სამართალდამცავების თქმით, „ანთიმოზს“ სერიოზული გავლენა ჰქონდა ოდესის ოლქის ტერიტორიაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა