თეგებით ძიება

„აი ასეთი სურათია ლარსზე... მოდის და მოდის ურდო“ - ზურა ბატიაშვილი

ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლება საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ზუსტ რაოდენობას მალავს.

„რუსული მედიის ცნობით, საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს გასულ კვირას კიდევ 115 000 დაემატა და ნაკადები მატულობს. საქართველოს ხელისუფლება ციფრებს მალავს.

დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ფეხით მოსიარულეებსაც მისცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება (აქამდე მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებით შეეძლოთ შემოსვა) და შედეგად, აი ასეთი სურათია ლარსზე.

მოდის და მოდის ურდო.

კაი, ხელისუფლება რუსებისაა და ოპოზიციაც?

სადამდე და როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი?“ - წერს ზურა ბატიაშვილი.

რუსული მედიის ცნობით, საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს გასულ კვირას კიდევ 115 000 დაემატა და ნაკადები მატულობს....Posted by Zura Batiashvili on Monday, 26 September 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა