თეგებით ძიება

„არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური…“ - რას წერს თელარა გელანტია?

ჟურნალისტი, თელარა გელანტია სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის სხდომაზე დღესაც არ დაუშვეს.

„არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური… (დიახ, პირი დამრჩა ღია)

მოკლედ, დღესაც არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე!

შეგახსენებთ: პირობა ხომ დადეს 12 სექტემბერსვე, რომ შემდეგზე შემოვუშვებთო, მაგრამ დღეს დაურეკა ნინო ცხადაძემ (ნინოს ასე დაავალეს, როგორც ჩანს) BMG-ის დირექტორს და უთხრა, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო. მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ - აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო - იყო პასუხი….

ხო კიდევ, ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე - მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა“, - წერს ჟურნალისტი.

❗️არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური… (დიახ, პირი დამრჩა ღია????)
❗️მოკლედ,...Posted by Telara Gelantia on Monday, 26 September 2022


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა