თეგებით ძიება

"მტრული სახელმწიფოს ათი ათასობით მიგრანტი საზღვარზეა მომდგარი. მოქმედების დროა!“ - გიორგი ქადაგიძე

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლას, სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანა უმწვავესი მიგრაციული კრიზისის ზღვარზეა და სავიზო რეჟიმი სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთ.

"მტრული სახელმწიფოს ათი ათასობით მიგრანტი საზღვარზეა მომდგარი. ქვეყანა უმწვავესი მიგრაციული კრიზისის ზღვარზეა.

სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი, მივიღოთ მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების და რაოდენობის ფარგლებში.

ცნობისთვის, ლიეტუოვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა ფაქტობრივად ჩაკეტეს საზღვარი.

აქვე დავწერ, როგორი ფრუსტრირებული და უიმედოც არ უნდა ვიყოთ, კარგად ორგანიზებული საპროტესტო წინააღმდეგობის გარეშე შედეგს ვერ დავდებთ.

მოქმედების დროა!!!" - წერს ქადაგიძე.

მტრული სახელმწიფოს ათი ათასობით მიგრანტი საზღვარზეა მომდგარი.

ქვეყანა უმწვავესი მიგრაციული კრიზისის...Posted by Giorgi Kadagidze on Monday, 26 September 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა