თეგებით ძიება

"უკრაინიდან გამოსვლის დროა...საქართველოში ქვეყნის მთლიანად დაკარგვის საშიშროებაა" - ქართველი მეომარი უკრაინაში მყოფ ქართველ თანამებრძოლებს მიმართავს

უკრაინაში მებრძოლი, ავთო ქაჯაია უკრაინაში მყოფ ქართველ თანამებრძოლებს მიმართავს და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

"ვფიქრობ, უკვე ყველა ქართველი მებრძოლი ,,მებრძოლი,, და არა ფოტო ვარსკლავები, მებრძოლებზე მაქვს საუბარი, უკვე დროა გამოსვლის უკრაინიდან, აქ მებრძლოლ ბიჭებზეა საქართველოს მომავალიც დამოკიდებული და დროა, ბიჭებო, მებრძოლებო, ვიფიქროთ ამაზე. აქ ყველამ, ვინც მართლა იბრძოლა, ვამბობ, რომ გასაკეთებელი გააკეთა. მანდ უკვე არ საჭიროებს ისე ჩვენი ქართველი მებრძოლების ყოფნა, ყველა ისვენებთ და რეზერვში ვართ. ასე რომ, მე ესე ვფიქრობ, უფრო დიდი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ. მანდ უფრო საშიშროებაა ქვეყნის მთლიანად დაკარგვის... ეხლა საქართველოს უფრო ვჭირდებით, ვიდრე უკრაინას და ფოტოსესიების გამართვას რეალურად საქმეები ვაკეთოთ ის ჯობია. რავი, ვინც მეთანხმებით ხო და ვინც არა, უკვე ზედმეტობაში რო გადადის ესეც ნელ-ნელა იკვეთება.. საკმარისია უკრაინაში უკვე ქართველი მებრძოლების ყოფნა.... ეს თვითონ, უკრაინელიც რომ დაფიქრდება, იტყვის. ახლა, აქ რა უნდათ ქვეყანას კარგავენ და... ეს უკვე არაერთისგან გამიგია და მართალიცააა.......", - წერს ავთო ქაჯაია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა