თეგებით ძიება

"ერთსა გთხოვ მამა-შვილურად, მზე მაგ გულში არ შეცვალო!“ - კიტა წულუკიძე 2 წლის გახდებოდა

ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძის გარდაცვილი შვილი, კიტა წულუკიძე 29 სექტემბერს 2 წლის გახდებოდა. კიტა მისი მეორე შვილია.
ნიკას ჰყავს უფროსი ქალიშვილი სესილია, რომელსაც საზოგადოება სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" იცნობს.

კიტა 4 მაისს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ის მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადმოვარდა...

აი, როგორ ახასიათებდა მამა პატარა ვაჟს:

„კიტა ძალიან დინჯი და მოკრძალებული ბიჭია. კიტა არ ტირის, შორისდებულით გაგრძნობინებს, რომ რაღაც აწუხებს. ევროპელია.

დასაც ჰგავს და დედიკოსაც და მამიკოსაც, მაგრამ ჩვენზე მშვიდია. ზედმეტად არ შეგაწუხებს, არც იტირებს. ძალიან ვცდილობ, ჩემს მეუღლეს კი არ მივეხმარო, ბავშვის აღზრდაში მივიღო მონაწილეობა და რაღაც გამოდის.

სესილიამ თავიდან ცოტა იეჭვიანა, მაგრამ ახლა მსგავსი არაფერია, პირიქით, ძალიან გვეხმარება კიტას აღზრდაში" - ამბობდა ნიკა ინტერვიუში.

თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიამდე, ნიკამ გადაცემა „სთორიში“ ერთგვარი წინათგრძნობა გაამხილა.

"ყველაზე დიდი ადამიანური შიში ვერ დავძლიე. ჩემი ყველაზე დიდი შიში ჩემი ახლობლების დაკარგვის შიშია. მგონია, რომ ვერ მოვერევი და ეს მთრგუნავს.

როცა ყველაზე მეტად გიჭირს, ვინ როგორ იზიარებს შენს სატკივარს, ის გამახსოვრდება.

ბოლო დროს ფიქრი მიყვარს, შვილებზე, ოჯახზე, მშობლებზე. ვაანალიზებ და შეცდომებს ვნახულობ, განსაკუთრებით შვილებთან მიმართებაში. თუ ყურადღებას დააკლებ მერე ისე განცდი, რომ შენი შვილისთვის ვერ მოიცალე... მაქვს სწრაფვა კარგი მშობლობისკენ. შინაგანი სამზადისი მაქვს", - აცხადებდა ნიკოლ წულუკიძე.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა