თეგებით ძიება
30. 09. 2022 სპორტი

შოთა არველაძე "ჰალ სიტის" მწვრთნელი აღარ იქნება

შოთა არველაძე "ჰალ სიტის" მწვრთნელი აღარ იქნება, პოსტს დროებით ენდი დოუსონი დაიკავებს, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

არველაძესთან ერთად გუნდს დატოვებს მისი თანაშემწე პეტერ ვან დერ ვინი.

„სანაკრები პაუზის პერიოდში რამდენჯერმე შევხვდი შოთა არველაძეს და მასთან ერთად განვიხილავდით კლუბის მომავალი განვითარების გზებს, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა და მივიღთ თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება", - განაცხადა კლუბის მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ.

შეგახსენებთ, რომ "ჰალი" ინგლისის ჩემპიონშიპში მე-20 ადგილზეა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა