თეგებით ძიება

ლარსთან, რუსეთის მხარეს ბავშვი დაიღუპა? - რას ამბობს თვითმხილველი?

ლარსის გამშვებ პუნქტთან, სადაც რუსეთის მხარეს კილომეტრიანი საცობები დგას, ერთ-ერთი პირი აცხადებს, რომ საზღვართან მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. მისი თქმით, ბავშვის დაღუპვის მიზეზი, სასწრაფოს დაგვიანება გახდა, რადგან საცობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ბავშვთან დროულად ვერ მივიდა.

„ჩვენ უდიდესი საცობის გამოვიარეთ, ავტომობილების კილომეტრიანი რიგი იყო სასწრაფო დახმარების მანქანებიც ვერ აღწევენ დანიშნულების ადგილამდე, პატარა ბავშვი დაიღუპა, რადგან სასწრაფო დროულად ვერ მივიდა საზღვართან“, - ამბობს თვითმხილველი.

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა