თეგებით ძიება
30. 09. 2022 სპორტი

რაც კვარაცხელიამ შეძლო, ეს მხოლოდ რონალდომ გააკეთა - იტალიელი ფეხბურთელი კვარას ბრაზილიელ ლეგენდას ადარებს

ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ “ნაპოლის” ქართველი, გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ის ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდოს შეადარა.

“კვარაცხელია უბრალოდ შთამბდეჭდავია! მას ფეხში დაუჯერებელი ძალა აქვს. ძალიან ცოტა ფეხბურთელი მახსოვს, რომლებიც სერია A-ში ჩამოვიდნენ და მაშინვე მსგავსი ეფექტი და გავლენა მოახდინეს.

მხოლოდ ლეგენდარულ ფენომენ რონალდოს ჰქონდა მსგავსი ეფექტი… კვარაცხელიას დრიბლინგი, ფლანგიდან ფლანგზე გადასვლები, მოკლე და გრძელი პასები… – ეს ყველაფერი მართლაც უბრალოდ შთამბეჭდავია”, – განაცხადა კასანომ.

წყარო: geosportnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა