თეგებით ძიება
01. 10. 2022 News-ები

წითელი ცირკულარით ძებნილი ნიშნიანიძე ფეხბურთის ნაკრების წევრებს მოკვლით ემუქრება

ვრცელდება აუდიოჩანაწერი, რომელშიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრებიან - ექსკლუზიურ ინფორმაციას "შაბათის ფორმულა" ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მუქარის ავტორია ნოდარ ნიშნიანიძე - 32 წლის კაცს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. შეტყობინების შინაარსის მიხედვით, ნიშნიანიძე ფედერაციას თამაშის წესებსა და გუნდის ძირითად შემადგენლობას უდგენს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნიშნიანიძე გაბრაზებულია იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, როდესაც საქართველომ მაკედონიას 2:0 მოუგო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების შემტევი და ულსან ჰიუნდაის ნახევარმცველი. ნიშნიანიძე ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია ქართული ოცნების ხელისუფლებასთანა დაპირისპირებული, რადგან მისივე მტკიცებით, მას გამოძიებამ ჯერ კიდევ 2015 წელს იარაღი ჩაუდო.

მუქარის შემცველ შეტყობინებაში ისმის, ნოდარ ნიშნიანიძის გაბრაზების მიზეზი. ის ეჭვობს, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, სწორედ ნიშნიაძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ზარის ავტორი ადრესატს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ არასამართლიანად ნათესავი ფეხბურთელის დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვს. ფეხბურთელებსა და ფედერაციას რომ ემუქრებიან იცის გუნდის კაპიტანმა გურამ კაშაიამაც. საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ნოდარ ნიშნიანიძე სწორედ ფედერაციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს იმაში, რომ ვაკო ყაზაიშვილს უსამართლოდ ჩაგრავენ.

ჩანაწერში ნიშნიანიძე ფეხბურთის ფედერაციას ეუბნება, რომ პასუხს ყველას მოსთხოვს - ევროპაში ჩასვლის შემთხვევაში ყველას იპოვიან ის და ლაშა სიხარულიძე, მეტსახელად სუხო ნაკრებს "გაანახევრებენ". ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად წითელი ცირკულარით ეძებენ ლაშა სიხარულიძესაც. უკრაინის ძალოვანი უწყება მათ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ირაკლი მალანიას მკვლელობისთვის ეძებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა