თეგებით ძიება
02. 10. 2022 სპორტი

"ეს პატარა ქვეყანა, შესაძლოა, სამუდამოდ შეიცვალოს" - რა ვიდეოს აქვეყნებს Pêche Football კვარასა და საქართველოზე?

Pêche Football, რომელის საინტერესო ვიდეოებს ამზადებს, ერთ-ერთ ვიდეორგოლს "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას, საქართველოსა და ქართულ კულტურას უძღვნის.

“ეს პატარა ქვეყანა შესაძლოა სამუდამოდ შეიცვალოს, რაც განპირობებულია უზარმაზარი საფეხბურთო პერსპექტივებიდან. ფართობით რომ შევადაროთ, საქართველო ამერიკის 0.7%-ია, მოსახლეობის მიხედვით 133-ე ადგილს იკავებს.

ამ ქვეყანას ულამაზესი პეიზაჟები აქვს, ასევე ითვლება როგორც ღვინის სამშობლო. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიას გამო შეიცვალოს. 21 წლის ვინგერი იტალიურ კლუბში გადავიდა და უკვე 7 მატჩში მონაწილეობა 6 გატანილ გოლში მიიღო. 90 წუთში გატანილი გოლებით ის მე-3 ადგილს იკავებს.

თუმცა მასში საინტერესო მხოლოდ სტატისტიკა არ არის, “კვარას” ბურთის ორივე ფეხით კარგად დარტყმა შეუძლია, აქვს საუკეთესო მენტალიდები, მასში გაერთიანებულია ძალა, სისწრაფე და ნიჭი, რაც დრიბლინგის დროს ლავირების საშუალებას აძლევს. ამ სეზონში პენალტის ზონაში ბურთი თერთმეტჯერ შეიტანა (ატარებს), რითაც სერია A-ში მე-3 პოზიციაზეა. მიაღწევს მწვერვალს და გახდება ის, რითაც ცნობილია საქართველო".

ვიდეო იხილეთ აქ: https://youtube.com/shorts/GFQB2u5Ddck?feature=share

წყარო: geosportnews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა