თეგებით ძიება

"დიდი უსინდისობაა იმის თქმა, რომ ბავშვები მეთვალყურის გარეშე იყვნენ" - რას წერს თეონა ცხომელიძე?

ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე წერს:

"ვაკის პარკის ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ქალაქის მერია.

ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის დაღუპული ბავშვის მშობლებიც ვიხდით გადასახადებს, რომ მერიამ უზრუნველყოს ქალაქის გამართულად მუშაობა, უსაფრთხიებაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი.

ჩემი 12 წლის შვილიც დადის მარტო ყველან, მათ შორის სათამაშიდ და იცის, რომ სადაც ამკრძალავი ნიშანი არ არის შეუძლია შესვლა და გამოსვლა.
დიდი უსინდისობაა იმის თქმა, რომ ბავშვები მეთვალყურის გარეშე იყვნენ.

არის მომენტები, როცა უნდა გაჩუმდეთ", - წერს ცხომელიძე.

შეგახსენებთ, სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის გამო ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა, სადაც 13 წლის გოგო დაიღუპა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა