თეგებით ძიება
09. 11. 2022 სპორტი

ხვიჩა კვარაცელიამ, შესაძლოა, „უდინეზესთან“ ითამაშოს

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა შაბათს, „უდინეზესთან“ მატჩში დაუბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სააგენტო Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო 2 დღის განმავლობაში „კონამის“ ცენტრში ინტენსიური თერაპიის კურსი ჩაიტარა, რომლის დასრულების შემდეგაც გადაწყდა, რომ ხვიჩა სერია A-ს უახლოეს შეხვედრაში დაბრუნდება.

უახლოეს საათებში კვარაცხელიას მდგომარეობას საბოლოოდ შეაფასებენ „ნაპოლის“ ექიმები, რის შემდეგაც მისი თამაშის, ან კიდევ ერთ თამაშში დასვენების რეკომენდაციას გასცემენ, თუმცა Corriere dello Sport-ის მტკიცებით, „უდინეზესთან“ ქართველი ფეხბურთელის თამაში ფაქტობრივად პირველივე წუთებიდან არის გადაწყვეტილი.

ცნობისთვის, მცირე ტრავმის გამო კვარაცხელიამ სერია A-ს ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა: ჯერ 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“, ხოლო 8 ნოემბერს „ემპოლისთან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა