თეგებით ძიება
14. 11. 2022 სპორტი

ვგრძნობდი, რომ მიღალატეს, რომ ზოგიერთს არ უნდოდა ჩემი აქ ყოფნა - რას ამბობს კრიშტიანუ რონალდუ?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ კლუბმა მას უღალატა და ის იძულებით გააძევეს, - ამის შესახებ მან პიერს მორგანისთვის მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

"დიახ, არა მხოლოდ მწვრთნელი (თენ ჰეგი), არამედ კიდევ ორი ან სამი ადამიანი კლუბში. ვგრძნობდი, რომ მიღალატეს. ვგრძნობდი, რომ ზოგიერთს არ უნდოდა ჩემი აქ ყოფნა, არა მხოლოდ წელს, არამედ შარშანაც", - თქვა მან.

ფეხბურთელის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მას მხარი არ დაუჭირა, როდესაც მისი ქალიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს ივლისში. მან თქვა, რომ კლუბს ეჭვი ეპარებოდა და ნაკლები თანაგრძნობა გამოიჩინა, როდესაც ის ვარჯიშზე მივიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა