თეგებით ძიება
14. 11. 2022 მსოფლიო

ტერაქტთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიღებთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს - თურქეთის შს მინისტრი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ტერაქტთან დაკავშირებით თურქეთი არ იღებს აშშ-ის საელჩოს სამძიმარს.

"ჩვენ არ ვიღებთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს, ჩვენ უარვყოფთ მას. ის კვებავს ტერორისტულ რეგიონებს. ტერორისტი რომ არ დაგვეჭირა, ის საბერძნეთში გაიქცეოდა. ოპერაციები გრძელდება. მთელი ჩვენი უშიშროება, უსაფრთხოების ძალები, ყველა ჩვენი დაზვერვის განყოფილება მზადყოფნაშია.

რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა გაკეთდა ამ ინციდენტის დამნაშავეების გამოსავლენად, ჩვენი პოლიციის უფროსის, ტერორიზმის სამსახურის უფროსის, დაზვერვის უფროსის და პოლიციის უფროსის კოორდინაციით“, - აცხადებს სულეიმან სოილუ.


შეგახსენებთ, 13 ნოემბერს სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია. აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა