თეგებით ძიება
15. 11. 2022 სპორტი

ყაზანის „რუბინს“ შეთავაზება გავუკეთეთ, თუმცა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვეს - რას ამბობს „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ხვიჩაზე?

"ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა, - ამის შესახებ მან გამოცემა Corriere dello Sport-თან განაცხადა.

"კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა პირველად ანჩელოტის დროს დავიწყეთ. ყაზანის „რუბინს“ შეთავაზებაც მალე გავუკეთეთ, თუმცა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვეს, ამან გაგვყინა და უკან დავიხიეთ. შემდეგ დაიწყო უკრაინაში ომი და ამან ფაზებზე გავლენა მოახდინა. შემდეგ, ხვიჩა ბათუმის „დინამოში“ წავიდა და ჩვენც დავუბრუნდით მას.

რაც შეეხება კონტრაქტის განახლების საკითხს, კვარას წარმომადგენლებთან კონსოლირებადი ურთიერთობა გვაქვს, სულ ვსაუბრობთ და ერთმანეთს ყველა სიახლეს ვატყობინებთ. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და წინ კიდევ 4.5 წელი გვაქვს. რა თქმა უნდა, პასუხებს არავინ გაურბის, თუმცა, ჯერ ამისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა "ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა