თეგებით ძიება
17. 11. 2022 სპორტი

საქართველოს ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩი გამართა და ანგარიშით - 3:0 დამარცხდა.

ანგარიში მე-5 წუთზე იუსუფ ენ-ნესირიმ გახსნა, 29-ე წუთზე მაროკოელთა ლიდერმა ჰაკიმ ზიეშმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას შეცდომით ისარგებლა და კარიდან გამოსულ გიორგი მამარდაშვილს ცენტრიდან გაუტანა, საბოლოო ანგარიში კი სოფიან ბუფალმა 72-ე წუთზე ხელით თამაშის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანით დააფიქსირა.

ამ მარცხით საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩებს 2023 წელს გამართავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა