თეგებით ძიება

ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი, არის კერპის, თუ საქართველოს მსახური - პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი, არის კერპის მსახური თუ საქართველოს მსახური.

„იქნება პარალელური რეალობის დანახვის მცდელობა მოქალაქეებისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკა ყვავის და წინ მიდის მაშინ, როცა ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივ ფიქრობს, როგორ გაიქცეს საქართველოდან. თუ ეკონომიკური პროგრესია, რატომ გარბიან საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან. ამ მასობრივ უიმედობაზე და ნიჰილიზმზე პასუხისმგებელია ირაკლი ღარიბაშვილი და მინდა დავეხმარო მას, რომ გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი - არის კერპის მსახური თუ საქართველოს მსახური. ივანიშვილი დღეს არის ცრუ მესია საქართველოში და მისი სახელით ათას საშინელებას სჩადიან,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა