თეგებით ძიება
20. 11. 2022 სპორტი

"ჩვენ უელსი არ დაგვიმარცხებია" - რა განცხადებას ავრცელებს ჯორჯიის რაგბის კავშირი?

საქართველოს რაგბის ნაკრების მიერ უელსის გამარჯვებას არამხოლოდ ქართველებს ულოცავენ, არამედ აშშ-ის შტატ ჯორჯიის რაგბის კავშირსაც. ამ უკანსაკნელისთვის მილოცვის მიზეზი მარტივი ასახსნელია საქართველოს საერთაშორისო სახელწოდებიდან გამომდინარე.

ჯორჯიის რაგბის კავშირი მათ მისამართით გამოთქმულ მისალოც სიტყვებს გამოეხამურა:

"მართალია, მისალოც შეტყობინებებს ვაფასებთ, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯორჯიის რაგბის კავშირს (აშშ) დღეს უელსი არ დაუმარცხებია.
მიუხედავად ამისა, მადლობა.
ვულოცავთ ქართველ ერს მათ ისტორიულ გამარჯვებას", - აცხადებენ აშშ-ში.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ბორჯღალოსნებმა" უელსთან ისტორია დაწერეს - ქართველმა რაგბისტებმა გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები. ქართველმა სპორტსმენებმა მოწინააღმდეგე 13:12 დაამარცხეს.


"ჩვენ უელსი არ დაგვიმარცხებია" - რა განცხადებას ავრცელებს ჯორჯიის რაგბის კავშირი?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა