თეგებით ძიება
20. 11. 2022 სპორტი

ყატარში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

ყატარში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.

ჩემპიონატის გახსნის ცერემონია სტადიონზე „ელ ბაიტი“ გაიმართა, რომელიც 60 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

მასში მონაწილეობა მიიღეს მსახიობმა მორგან ფრიმანმა, BTS-ის წევრმა ჯონგუქმა, ყატარელმა მომღერალმა ფაჰად ალ-ქუბაისიმ.

ტურნირის პირველ მატჩში ერთმანეთს მასპინძელ ყატარი და ეკვადორი დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატი 1 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში, 8 სტადიონზე ჩატარდება, ფინალი კი 18 დეკემბერს, სტადიონზე „ლუსაილ აიკონიკ“ გაიმართება. შეჯიბრში 32 ქვეყანა მონაწილეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა