თეგებით ძიება
21. 11. 2022 სპორტი

ჩემი შვილის ფერფლი ჩემთანაა, ისევე როგორც მამაჩემის. ისინი აქ არიან, ჩემს სახლში - რას ამბობს კრიშტიანუ რონალდუ?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილის და მამამისი ფერფლი მის სახლში ინახება.

კრიშტიანუ რონალდუმ ამ ტრაგედიის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალშობილი ვაჟის გარდაცვალებამ თავის ოჯახზე დიდი გავლენა იქონია.

"ჩემი შვილის ფერფლი ჩემთანაა, ისევე როგორც მამაჩემის. ისინი აქ არიან, ჩემს სახლში. ეს სწორედ ისაა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მინდა, თან მქონდეს და ოკეანესა თუ ზღვაში არ გადავაგდო", - განაცხადა ფეხბურთელმა.


შეგახსენებთ, კრიშტიანუ და ჯორჯინა ტყუპებს უკვე მეორედ ელოდნენ. სამწუხაროდ, ტყუპებიდან ვაჟი გარდაიცვალა, რის შესახებაც წყვილმა ინფორმაცია თავად გაავრცელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა