TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
კბილები პირდაპირ თავზე აქვს ჩავლებული - როგორია მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა
  • კბილები პირდაპირ თავზე აქვს ჩავლებული - როგორია მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა

    თბილისში, ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. მცირეწლოვანი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

    "როგორც გავიგეთ, ბავშვი ეზოში ძიძას ჰყავდა გაყვანილი. მამა სახლში იყო, ეძინა. შემდეგ ძიძამ შეიყვანა სახლში, საჭმელი უნდა ეჭმია და ჭოჭინაში ჩასვა, მულტფილმების ჩასართავად მიბრუნდა ტელევიზორისკენ. ამ დროს ძაღლი მშვიდად იყო, თუმცა, როგორც კი ძიძა მიტრიალდა, ეცა... პიტბულის თვისება იცით, კბილები პირდაპირ თავზე აქვს ჩავლებული, კარგა ხანს ვერ გააგდებინესო.

    იქვე სტომატოლოგიური კლინიკაცაა, თანამშრომლებიც გამოსულან. ჩვენი თვალით ვნახეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბავშვიო. გვითხრეს, რომ დიდი ხნის ნანატრი იყო...“, - აცხადებს თვითმხილველი.

    მასალის გამოყენების პირობები
    6 984 ნახვა

    საზოგადოება